საქართველო: მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი
როგორც ერთ სულ მოსახლეზე, წყლის რესურსების წილის მიხედვით, მსოფლიოს პირველ ხუთეულში შემავალი ერთ-ერთი ქვეყანა, საქართველო დაჯილდოვებულია ყველა ზომისა და ტიპის საწყლოსნო გზებით. თუმცა, ელექტროენერგიის გენერაციის უნარის მქონე მდინარეების მხოლოდ 18%-ია ათვისებული, ხოლო დანარჩენი რესურსი გამოუყენებელია. საქართველოს 26,000 მდინარიდან ასეულობით მდინარე, რომელსაც გააჩნია მწვანე კატეგორიის 20 ტერავატ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალი, აუთვისებელი რჩება.
ტრადიციულად, ქართველებმა იციან ამ მდიდარი ბუნებრივი კაპიტალის არსებობის შესახებ – ჰიდროლოგიური მონაცემების კვლევა და გაზომვა ათეულობით წლის განმავლობაში ხორციელდება და უნიკალურ და საიმედო საფუძველს ქმნის ჰიდროენერგეტიკის დარგში საიმედო დაგეგმვისთვის.
ბოლო წლებში, ჰიდროელექტროენერგიის წილი საქართველოს მთლიან ელექტროგენერაციაში, სტაბილურად იზრდება (2004 წ. 85%-დან 2011 წ. 92%-მდე). 2006 წლიდან ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ გაიზარდა თითქმის 40%-ით, ხოლო თბოელექტროსადგურების მიერ – შემცირდა 55%-ით. უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის 100%-ის მიღება განახლებადი რესურსებიდან. ამის მიზნის მისაღეწვად, ამჟამად, მუშავდება კიდევ 44 ჰესის მშენებლობის პროექტები, რომელთა სრული საპროექტო სიმძლავრე 1,878 მგვტ-ის ექვივალენტს შეადგენს და ყოველწლიურად 7423 გვტ/სთ-ს გამოიმუშავებენ.

.jpg)
No comments:
Post a Comment